23 მაისს ჩავატარეთ კონკურსი თიანეთის რაიონის ხევსურთსოფლისა და სიმონიანთხევის საჯარო სკოლების გუნდებს შორის რუსულ ენაში. კონკურსი ძალიან საინტერესო იყო, ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სწორად კითხვაში, გრამატიკული მასალის ცოდნასა და მის სწორად გამოყენებაში. ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა. გაიმარჯვეს ჩემმა მოსწავლეებმა, ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და დიდი სიხარული მომანიჭეს. წარმატებები ჩემო პატარებო!
